• გვერდი 1 დან
  • 1
minato namikadz
hinata
Date: კვირა, 2011-03-13, 2:04 PM | Message # 1











Group: UPLOADER

Messages: 272
Awards: 70 +
Reputation: ±
Reproofs: ±
Status: Offline
მინატო ნამიკაძის ზოგადი მახასიათებლები:

დაბადების დღე: 25 იანვარი
სქესი: მამაკაცი
სიმაღლე: 179.2 cm
წონა: 66.1kg
სისხლის ჯგუფი: B
რანგი: კაგე
აკადემია დაასრულა: 10 წლის
ცოლი: კუშინა უზუმაკი
შვილი: ნარუტო უზუმაკი
იარაღი: დრო-სივრცული კუნაი
პირველად გამოჩნდა მანგაში: #1
პირველად გამოჩნდა ანიმეში: #1

მინატო ნამიკაძე, ასევე ცნობილი როგორც კონოჰას ყვითელი ელვა, იყო კონოჰას მეოთხე ჰოკაგე, ის იყო ლეგენდარული სანინი ჯირაიას მოსწავლე და ლეგენდარული მაკოპირებელი ნინძა, ჰატაკე კაკაშის მასწავლებელი!
მისი ცოლი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლი ქალი ნინძა, კუშინა უზუმაკი (რომელიც იყო 9 კუდას ჯინჩურიკი) და მისი შვილი არის უზუმაკი ნარუტო (ეს ვინ არის არ უნდა ბევრი საუბარი)ბავშვობა
როდესაც მინატო ნამიკაძე სწავლობდა აკადემიაში, მისი ცოლი (კუშინა უზუმაკი) თვლიდა რომ ის გოგოს გავდა და საერთოდ არ მოსწონდა ის. მინატო ოცნებობდა რომ ქალაქში ყველა ნინძას ეღიარებინა ის ჰოკაგე გამხდარიყო. რომელიც კუშინას წარმოუდგენლად მიაჩნდა!
შემდგომში როდესაც კუშინა მოიტაცეს, მინატო იყო ერთად-ერთი რომელიც მიხვდა რომ კუშინა გზად თავის თმებს ტოვებდა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ეს ჩხუბი არ გვინახავს, ჩვენ ვიცით რომ კუშინას მომტაცებლებს ნამიკაძე სასტიკად გაუსწორდა. ამის შემდეგ კუშინას მინატო შეუყვარდა.

ამის შემდეგ მინატოს ჩააბარეს საკუთარი გუნდი რომელიც შედგებოდა 3 კაცისგან, ესენი იყვნენ რინი, ობიტო უჩია და ლეგენდარული მაკოპირებელი ნინძა - ჰატაკე კაკაში!
მესამე მსოფლიო ომის დროს მინატომ თავისი გუნდი წაიყვანა უსერიოზულეს მისიაზე სახელად "კუსანაგე", ამ მისიის თანახმად მათ უნდა გაენადგურებინათ "კანაბის ხიდი" და დაესრულებინათ შინობის მესამე ომი!
ვინაიდან კაკაში სწორედ იმ პერიოდში გახდა ჯაონინი, მინატომ მისცა მას უფლება რომ მისიაზე ლიდერი ყოფილიყო, სანამ ის კონოჰას უკვე გარღვეულ წინა ფრონტის ხაზს უნდა დახმარებოდა.
თუმცა იქამდე კაკაშიმ პირველად გამოიყენა თავისი ახალი ტექნიკა, ჩიდორი მაგრამ საოცარი საფრთხვის ქვეშ ჩავარდა, სწორედ ამ მომენტში ჩვენ პირველად ვხედავთ ლეგენდარული შინობის "ღმერთის ტექნიკას" რომლითაც მან თავისი მოწინააღმდეგე მიწასთან გაასწორა.
მან მთლიანად გაანადგურა მტრის ელიტური დანაყოფები (თანაც მარტომ) და უკან დაბრუნდა თავისი გუნდის დასახმარებლად! კაკაში და რინი გადაარჩინა, თუმცა ობიტოს გადასარჩენად ვერ მაოსწრო!
მინატომ კანაბის ხიდი გაანადგურო და ამით მესამე შინობის ომი დაასრულა!მეოთხე ჰოკაგე
მესამე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მინატო ნამიკაძე (ძალიან ახალგაზრდა ასაკში) დაინიშნა მეოთხე ჰოკაგედ!
სწორედ ჰოკაგეობის დროს მან წაიკითხა ჯირაიას პირველი წიგნი. მას ძალიან მოეწონა მთავარი პერსონაჟის თავგანწირვა და ის სწორედ საკუთარ სენსეის, ჯირაიას მიამსგავსა. მისი ცოლი ამ დროს ორსულად იყო და მინატომ შეატყობინა ჯირაიას რომ ის მთავარი პერსონაჟის სახელს დაარქმევდა შვილს. ჯირაია ეუბნება საყვარელ მოსწავლეს რომ ამ შემთხვევაში ის მისი შვილის ნათლია გამოდის, ხოლო მინატო პასუხობს რომ მას უკეთესი ვერავინ წარმოუდგენია საკუთარი შვილის ნათლიად!






















[ (GE) ]
ana21
Date: კვირა, 2011-03-13, 2:21 PM | Message # 2











Group: admin

Messages: 405
Awards: 28 +
Reputation: ±
Reproofs: ±
Status: Offline
:D :D





















[ (GE) ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: