გუნდი:N10
გუნდის წევრები:ნარა შიკამარუ და ჩოჯი აკიმიჩი.
მასწავლებელი/სენსეი:ასუმა სარუტობი. ინო იამანაკა(იაპ. 山中 いの "იამანაკა ინო") კონოჰას კუნოიჩია,(ითარგმნება როგორც ქალი–ნინძა) მოწინააღმდეგის გონების გამაკონტროლებელი ტექნიკების სპეციალისტი,როგორებიცაა გონების გადაადგილება და აზროვნების დაბნელება.შედის გუნდ N10–ის შემადგენლობაში და ვარჯიშობს ასუმა სარუტობისთან. რამდენიმე წლის წინ არსებობდა მსგავსი გუნდი, რომლის წევრებიც იყვნენ მამები ინოსი(ინოიჩი),შიკამარუსი(შიკაკუ), ჩიოჯის(ჩიოჯა). ორივე გუნდს ჰქონდათ ერთნაირი შემოკლებითი მეტსახელი ინო–შიკა–ჩო (გუნდის წევრების პირველი ასოები).
ინო არის ძალიან თავდაჯერებული,დიდი აზრის მქონე მის თავზე და შეხედულებებზე. იმის მიუხედავად,რომ გუნდის ორივე წევრი არ ჰგავს მას ხასიათით,ის მაინც ძალიან ზრუნავს მათზე. ჭკვიანი და ნათელი გარეგნობის მქონეა,მაგრამ გამოირჩევა უგნური და ძლიერი ხასიათით.ინო სულით კეთილია,რის გამოც ის ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ამხანაგებს თუ ისინი საფრთხეში არიან. როგორც კლან იამანაკას წევრი,ინო მუშაობს ოჯახურ ყვავილების მაღაზიაში და ამიტომ გახდა იკებანას(იაპ. 生け花 «იკე» — სიცოცხლე, «ბანა» — ყვავილები, პირდაპირი მნიშვნელობით «ცოცხალი ყვავილები»;ყვავილებით არანჟირების იაპონური ხელოვნება) შეუდარებელი ოსტატი.
ნინძას აკადემიაში სწავლისას ინომ გადაწყვიტა გახდეს საკურა ჰარუნოს მეგობარი, არაპოპულარული გოგოს,რომელსაც «დიდშუბლას» ეძახდნენ.ინომ მეგობრობის ნიშნად საკურას აჩუქა ზონარი, დაეხმარა გაუმჯობესებაში. როცა საკურა წამოიზარდა,მას შეუყვარდა პოპულარული ბიჭი – სასკე, მაგრამ ის ვერც კი იფიქრებდა,რომ იმანაკა ინოც მასზე შეყვარებულია. მაშინ როცა გოგონამ ეს გაიგო,მან გაწყვიტა ყველანაირი კავშირი ინოსთან და ისინი გახდნენ მოწინააღმდეგეები. დაძაბულობა ინოსა და საკუსას შორის უფრო მატულობს,როცა აკადემიის დასრულებისას საკურა სასკეს გუნდში ხვდება.
ჩუნინების გამოცდების დროს გოგონები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს,ოღონდ ამჯერად ბრძოლაში. შერკინება დასრულდა ფრე,ბოლოს ორივემ გონება დაკარგა და ორივე გამოვარდა გამოცდიდან.
ანიმეს II ნაწილში აკაცუკის ხელით კვდება გუნდი N10 სენსეი ასუმა სარუტობი. ინო ცდილობს ჭრილობები შეახორცოს,მაგრამ ისინი სასიკვდილო აღმოჩნდება.მასწავლებლის დასაფლავების შემდეგ ის შიკამარუსთან და ჩოჯისთან ერთად მიდის შურის საძიებლად.
ტექნიკები:
გონების გადატანის ჯუცუ– ინოს გონება იპყრობს მოწინააღმდეგის სხეულს და აკონტროლებს ყველა მის მოძრაობას.ამ მომენტში მისი სხეული უგონოდ რჩება.ამასთან ერთად მოწინააღმდეგეზე მიყენებული ზიანი გადადის ინოს სხეულზეც.
აზროვნების დაბნელების ჯუცუ– ინო აკონტროლებს მოწინააღმდეგის მოძრაობას.
მედიცინური ჯუცუ– თავისი და სხვისი ჭრილობების განკურნება ჩაკრის განსაკუთრებით ძნელიკონტენტრაციის გზით.