• გვერდი 1 დან
  • 1
tetri eshvi
hinata
Date: კვირა, 2011-03-13, 5:11 PM | Message # 1











Group: UPLOADER

Messages: 272
Awards: 70 +
Reputation: ±
Reproofs: ±
Status: Offline
საკუმო იყო განთქმული ნინძა კონოჰაში, რომელიც თავისი ცხოვრების მანძილზე აღემატებოდა სანინის დონეს, მისმა შვილმა კაკაშიმ გააღმერთა ის და გადაწყიტა მამაისისნაირი ცნობილი და ძლიერი ნინძა გამხდარიყო.მისი ცოლი დაიღუპა ადრეულ ასაკში, როცა კაკაში ძალიან პატარა იყო. საკუმომ ასევე მოკლა ბრძოლის დროს სასორის მშობლები.

5 წლით ადრე კაკაშის მისიიდან (როდესაც ობიტო მოკვდა) საკუმო გაგზავნილ იქნა მისიაზე, რომელიც უდიდეს მნიშვნელობას ატარებდა მთელი სოფლისათვის, მისიის დროს მის გუნდელებს დახმარება დაჭირდათ, საკუმომ გააკეთა მძიმე არჩევანი და გადაწყვიტა მიეტოვებინა მისია რათა გარაერჩინა მეგობრები. სოფელში დაბრუნებული საკუმო ყველას დაცინვისა და კრიტიკის ობიექტი გახდა, მას გაურბოდა ყველა – ისინიც კი ვინც სიკვდილს გადაარჩინა. იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილი ჰატაკე დეპრესიაში ჩავარდა, რამაც მისი სკილების შესუსტებაც გამოიწვია და საბოლოოდ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. სწორედ ამ შემთხვევამ აიძულა კაკაში ეცხოვრა მკაცრად ნინძების კანონის შესაბამისად მანამ სანამ არ წავიდა ობიტო უჩიასთან ერთად ამ უკანასკნელისთვის ბოლო მისიაზე...

საკუმო ძალიან ლოიალური პიროვნება იყო, მიუხედავად მისი უზარმაზარი ავტორიტეტისა ის მუდამ თავმდაბალ ნინძად რჩებოდა, სწორედ ამიტომ გახდა იგი კაკაშის იდეალი, ცნობილია მისი მხოლოდ 1 ტექნიკა რომელიც სიკვდილის შემდეგ კაკაშის დაუტოვა: თეთრი ჩაკრის ელვის მახვილი. (კაკაში იყენებს ბავშვობის სერიებში)

პეინის მიერ კაკაშის მოკვლის შემდეგ კაკაში ხვდება მამამისს, საკუმო თხოვს მას პატიებას, რასაც საბოლოოდ კაკაში აკეთებს კიდეც და იმასხურებს მამის საამაყო შვილის წოდებას.როდესაც კაკაში გაქრება საკუმო ამბობს:
"Thank you for forgiving me... Now I can move on in peace. And finally see your mother..."






















[ (GE) ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: