• გვერდი 1 დან
  • 1
hataki kakashi
hinata
Date: კვირა, 2011-03-13, 8:02 PM | Message # 1











Group: UPLOADER

Messages: 272
Awards: 70 +
Reputation: ±
Reproofs: ±
Status: Offline
კაკაში ბავშვობიდანვე გენიოს ნინძად იყო მიჩნეული. მან 5 წლისამ დაამთავარა ნინძების აკადემია,6 წლისა ჩუნინი გახდა. მალე გარდაიცვალა მამამისი საკუმე ჰატაკე,რომელიც ბავშვობიდან კაკაშის აღზრდით იყო დაკავებული. ის იყო ერთ-ერთი უძლიერესი ნინძა კონოჰაში,რომელმაც ჩააგდო მისია,იმისთვის რომ მეგობარი გუნდელები გადაერჩინა. შეუსრულებელი მისიის შედეგები სოფლისთვის იმდენად სერიოზული იყო,რომ საკუმომ ვერ გაუძლო თანასოფლელების ზემოქმედებას და თავი მოიკლა.თვითონ კაკაშიმ კი, იმ უბედურების თავიდან ასაცილებლად, სანამდეც მამამისი მივიდა,დავალებებზე მკაცრად და გარდაუვლად მიყვებოდა ნინძას ყველა ინსტრუქციას, განსაკუთრებით კი იმას, რომელშიც ლაპარაკი იყო, რომ მისიის წარმატებით შესრულება ამხანაგების სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია.
კაკაში გარეგნულად ძალიან ჰგავს მამამისს. მისი გარდაცვალების შემდეგ კაკაშის ტკივილს აყენებდა სარკეში ჩახედვა,ამიტომ ნიღბით დაიწყო სიარული.
13 წლის ასაკში კაკაში ჯოუნინი გახდა. ამ დროს ნინძების მე-3 მსოფლიო ომი მძვინვარებდა. წოდების მომატებასთან ერთად, კაკაში თავისი ჯგუფის ლიდერიც გახდა. მის ჯგუფში ობიტო უჩიჰა და რინი შედიოდნენ.ერთ-ერთი მისიის დროს მოწინააღმდეგემ რინი შეიპყრო, ობიტომ მის გადასარჩენად წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ კაკაშიმ შეაჩერე. ობიტომ თავისი არ დაიშალა და კაკაში იძულებული გახდა დახმარებოდა. ამ ბრძოლაში კაკაშიმ მარცხენა თვალი დაკარგა. შეტაკების დროს იღუპება ობიტო. იგი სიკვდილის წინ კაკაშის საკუთარ თვალს ჩუქნის. ამ თვალში შერენგანია გააქტიურებული.მოგვიანებით კაკაში ჯგუფ "ანბუ"-ს წევრი ხდება.ობიტოს სიკვდილმა კაკაში ძალიან შეცვალა. ამის შემდეგ იგი გუნდურ გადაწყვეტილებებს იღებს. კაკაში ყოველ დღე დადის გმირების სასაფლაოზე და ხშირად დაგვიანება სჩვევია.
კაკაში მე-7 ჯგუფის მწვრთნელი, ანუ სენსეი ხდება. იგი ნარუტოს, სასკეს და საკურას ასწავლის. პირველი დავალება მისთვის ორი ზანზალაკის წართმევა იყო. მოსწავლეებმა ეს ვერ მოახერხეს. ნარუტო ხეზე მიბმულიც კი აღმოჩნდა ტესტის შემდეგ. კაკაშიმ აუკრძალა სასკეს და საკურას ნარუტოსთვის საჭმლის მიწოდება. სასკემ არ შეასრულა ბრძანება, რადგან იცოდა, რომ დაუძლურებული ნარუტო მისიას ვეღარ შეასრულებდა. სწორედ ასეთ საქციელს ელოდა მოსწავლისგან კაკაში. სასკემ დაამტკიცა, რომ გუნდური ბრძოლა შეუძლია და ამის შემდეგ გენინები: სასკე, საკურა და ნარუტო სერიოზული მისიების შესრულებას იწყებენ.კაკაშის ჰობი წიგნების კითხვაა. მისი მთავარი მოწინააღმდეგეა მაიტო გაი.კაკაში ცნობილია, როგორც მაკოპირებელი ნინძა. ფლობს 1000-მდე ტექნიკას.





















[ (GE) ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: