|
hinata
| Date: ხუთშაბათი, 2011-12-01, 2:44 PM | Message # 1 |
|
Group: UPLOADER
Messages: 272
Awards: 70 +
Status: Offline |
| მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.
მუსიკის სტილები და ჟანრები ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგი — რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა — სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — შანსონი - ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი მუსიკის ზოგადი ტერმინები აკუსტიკა – ბგერა – ბემოლი – გამა – დიეზი – დინამიკა - ინტერვალი – მელოდია - მეტრი - მუსიკალური სკალა – ნოტი - პაუზა - პოლიფონია - რიტმი - სმენა – ტემბრი - ტემპი - ტონალობა – ხმა – ჰარმონია a cappella - accelerando - adagio - allegretto - allegro - allentando - andante - andantino - appassionato - appoggiatura - continuo - crescendo - diminuendo - dolce- forte - fortissimo - glissando - largo - larghetto - metronome - obbligato - orchestra - ostinato - piano - pianissimo - pizicatto - presto - prestissimo - ralantando - sostenuto - staccato ბანი - ბარიტონი - ტენორი - კონტრალტო – მეცო-სოპრანო - სოპრანო მუსიკალური საკრავები დასარტყმელი საკრავები - ელექტრონული საკრავები - კლავიშებიანი საკრავები - სასულე საკრავები – სიმებიანი საკრავები – ხემიანი საკრავები როკ-მუსიკა როკ-მუსიკა — მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები 1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს. როკ-მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია R&B-მ და ქანთრიმ. როკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტებია ელექტროგიტარა, ბას-გიტარა და დრამი ელექტრონული მუსიკა ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.
როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის. ყველაზე ადრეული წმინდა ელექტრონული ინსტრუმენტი იყო ტელეჰარმონიუმი ან ტელჰარმონიუმი, შექმნილი თადეუშ კაჰილის მიერ 1897 წელს. ეს ინსტრუმენტი პოპულარული ვერ გახდა უბრალო მოუხერხებლობის გამო - ის 7 ტონას იწონიდა. პირველ პრაქტიკულ ელექტრონულ ინსტრუმენტად ხშირად მოიხილება თერემინი, გამოგონილი პროფესორ ლეონ თერემინის მიერ 1919-1920 წწ. სხვა ადრინდელ ელექტრონულ ინსტრუმენტად მიიჩნევენ ასევე ონდეს-მარტენოტს (ასევე ონდეს მუსიკალე), რომელიც გამოყენებულ იქნა ოლივიე მესიენის მიერ "ტურანგალილა-სიმფონი"-აში და ასევე სხვა, ძირითადად ფრანგი კომპოზიტორების მიერ.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წლებში ელექტრონული მუსიკით ექპერიმენტირება დაიწყეს პროგრესულმა კომპოზიტორებმა, რომელთაც ეს მიჩნდათ ტრადიციულ ინსტრუმენტთა შესაძლებლობების გაფართოების კარგ საშუალებად. მიჩნეულია, რომ თანამედროვე ელექტრონული კომპოზიციები დაიწყო ე.წ. "კონკრეტული მუსიკის" (ფრ. musique concrète) და მაგნიტურ ფირ ჩამწერების განვითარებასთან ერთად 1948 წელს, რაც შემდეგ სწრაფად განვითარდა ადრეული ანალოგური სინთეზატორების გამოგონებასთან ერთად. კონკრეტული მუსიკის პირველი ნაწარმოები დაწერილ იქნა პიერ შაფერის მიერ, რომელიც მოგვიანებით მუშაობს ისეთ ავანგარდისტ კლასიკურ კომპოზიტორებთან, როგორებიც იყვნენ პიერ ჰენრი, პიერ ბულე და კარლჰაინც შტოკჰაუზენი. შტოკჰაუზენმა მრავალი წელი იმუშავა კიოლნის ელექტრონული მუსიკის სტუდიაში, სადაც იგი კლასიკური ორქესტრის ხმებს ელექტრონულად მიღებულთან აერთიანებდა. პირველი ელექტრონული მუსიკა ჩაწერილი მაგნიტურ ლენტაზე შექმნილი იქნა ამერიკაში ლუის და ბებე ბარონების მიერ 1950 წელს.
კოლუმბია-პრინსტონის ელექტრონული მუსიკის ცენტრი ნიუ იორკში (ამჟამად კომპიუტერული მუსიკის ცენტრი) დაფუძნებულ იქნა 1959 წელს ვლადიმირ უსაჩევსკისა და ოტტო ლენინგის მიერ. ისინი მაგნიტური ლენტის მანიპულაციებზე ადრეული 50-იანი წლებიდან მუშაობდნენ და მათი სტუდია მოწყობილ იქნა ინჟინერ პიტერ მოზის დახმარებით. ხმის ჩამწერმა სტუდიამ RCA (ამერიკის რადიო კორპორაცია) მათ გადასცა RCA Mark II ხმის სინთეზატორი, რომელიც ვაკუუმიან ვენტილაციას იყენებდა და ასევე თან ერთვოდა პირველი ელექტრონული მუსიკალური სექუენსერი. ეს სტუდია გახდა ამერიკის ელექტრონული მუსიკის ცენტრი თითქმის 1980 წლამდე.
მაქს მეთიუ იწყებს კომპიუტერების გამოყენებას მუსიკის შესაქმენლად 1957 წელს ბელ ლაბში (Bell Laboratories). სხვა ამ დარგის კომპოზოტორები იყვნენ ედგარ ვარეზი და სტივ რაიხი.რადიოფონის სახელოსნოში, ბრიტანეთის მაუწყებლობის კომპანიის (BBC) ხმის სპეციალური ეფექტების განყოფილებაში, რონ გრეინგერი და დელია დერბიშაი ქმნიან ერთ-ერთ უპირველეს ელექტრონულ "ქუდს" სატელევიზიო პროგრამა Doctor Who-სთვის 1963 წელს.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკა თავიდან შეიქმნა, როგორც კლასიკური კომპოზოციების მიღების საშუალება, იგი სწრაფად იქნა შემდგომში ათვისებული პოპულარულ კულტურაშიც. 1960-იან წელბში ვენდი კარლოსმა პოპულარიზაცია გაუკეთა სინთეზატორის მუსიკას ორი ღირსშესანიშნავი ალბომით Switched-On Bach და The Well-Tempered Synthesizer, სადაც მან ბაროკოს კლასიკური მუსიკის ნაწილების რეპროდუქცია მოახდინა მუგის სინთეზატორებზე. მუგს იმჟამად ერთდროულად მხოლოდ ერთი ნოტის გამომუშავება შეეძლო, მაშასადამე ისეთი მრავალფენოვანი შენაერთის შექმნა, როგორც ეს კარლოსმა გააკეთა, მოითხოვდა უამრავ საათს სტუდიაში. ადრინდელი მანქანები არასტაბილურობით გამოირჩეოდნენ და ადვილად გამოდიოდნენ მწყობრიდან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მუსიკოსი, მაგ. ქეით ემერსონი ემერსონ ლეიქ და პალმერი-დან, ამ საკრავების გზაზე წაღებასაც ახერხებდა.
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, სინთეზატორები გაიაფდა, უფრო მობილური და საიმედო გახდა, რის შედეგადაც ისინი ბევრმა როკ ჯგუფმა აითვისა. ყველაზე ადრეულ ამთვისებელთა შორის იყვნენ The Silver Apples და პინკ ფლოიდი, და თუმცა მათი მუსიკა მთლიანად ელექტრონული არ იყო, დამუშავებული ხმის უმეტესი ნაწილი სინთეზატორზე იყო დამოკიდებული. გერმანიაში ელექტრონულ გახმოვანებას იყენებდნენ ისეთი პოპულარული ჯგუფები, როგორიცაა Tangerine Dream, Can, და სხვა.
ჯაზში აკუსტიკური ინსტრუმენტები და სინთეზატორები შერწყმულ იქნა ღირსშესანიშნავ ჩანაწერთა სერიაში Weather Report-ის მიერ. ჯო ზავინული, ჯგუფის სინთეზატორზე დამკვრელი, შემდგომშიც განაგრძობდა მსგავსი ჯგუფების შექმნას. სახელგანთქმულ ჯაზურ პიანისტს, ჰერბი ჰენკოკს ჯგუფ The Headhunters-ერთან ერთად 1970-იან წლებში თავის ნაწარმოებებში შემოაქვს ელექტრონული ხმების ფართო სპექტრი, რაც მან უფრო ღრმად და მეტი ენთუზიაზმით განავრცო თავის შემდგომ ალბომში The Future Shock, პროდიუსერ ბილ ლასველთან ერთად 1980-იან წლებში. შედეგად, 1983 წელს მოგვევლინა პოპულარული ჰიტი Rockit.
მუსიკოსებმა თენჯერინ დრიმ, ბრაიან ენომ, ვანგელისმა, ჟან მიშელ ჟარმა, რეი ბუთიგიემ, იაპონელმა კომპოზიტორემბა ისაო ტომიტამ და კიტარომ ასევე პოპულარიზაცია გაუწიეს ელექტრონულ მუსიკას. ამასთან კინოინდუსტრიამაც ინტენსიურად დაიწყო ელქტრონული მუსიკის გამოყენება საუნდტრეკებში. მაგალითისთვის გამოდგება ვენდი კარლოსის ნამუშევარი სტენლი კუბრიკის ფილმისთვის "მექანიკური ფორთოხალი", შექმნილი ენთონი ბურგესის ნოველის მიხედვით.
მას შემდეგ, რაც ელექტრონული ხმოვანება უფრო ხშირი გახდა პოპულარული ჩანაწერებისთვის, სხვა მეცნიერულ-ფანტასტიკური ჟანრის ფილმებმაც დაიწყეს მაყურებელთა ემოციებზე ზეგავლენის მოსახდენად ელექტრონული მუსიკის და ელექტრონულად მიღებული ხმოვანი ეფექტების გამოყენება. მალევე, სხვა პოპ ჯგუფებთან ერთად ელექტრონული ჯგუფების დაქირევებაც დაიწყეს სპეციალურად ფილმებისთვის საუნდტრეკების ჩასაწერად. დემო (მუსიკა) სიმღერის დემო ან დემო ვერსია (სიტყვა "დემონსტრაციის" შემოკლებული ფორმა) არის ჩანაწერი, რომელიც უფრო განხილვისთვისაა, ვიდრე გამოსაშვებად გამზადებული. დემოს საშუალებით მუსიკოსები აჯამებენ თავიანთ იდეებს კასეტაზე ან დისკზე და ამ იდეებს მაგალითის სახით ხმისჩამწერ ლეიბლებს, პროდიუსერებს ან სხვა არტისტებს სთავაზობენ. მომღერლები დემოებს ხშირად ნაუცბადევი მონახაზებისთვის იყენებენ - იმისთვის, რომ გაუზიარონ ისინი თანაგუნდელებს ან არანჟირების ავტორებს; სხვა შემთხვევებში, კომპოზიტორს შეუძლია გააკეთოს დემო ჩანაწერი და გაუგზავნოს იგი შემსრულებელს იმ იმედით, რომ მისი სიმღერის პროფესიული ჩანაწერი გაკეთდება ან მუსიკის მწარმოებელს შეიძლება დასჭირდეს სახელდახელო ჩანაწერი გამოქვეყნებისთვის ან საავტორო უფლებების მოსაპოვებლად.
| [ (GE) ] |
|
|